|
კაბუს კლიპის ტრანსლირება უნდა შეწყდეს
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კაბუს ახალი კლიპის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვს. ცენტრის აზრით კლიპში გამოყენებული სიტყვები: ,,ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს, ჩვენ დავამარცხებთ რუსს“ ომის გაჩაღების მცდელობაა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
კლიპის მაუწყებლობის შეჩერების მოთხოვნით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს უკვე მიმართა.
კაბუს (კახა აბუაშვილის) კლიპი ,,სხვა საქართველო სად არის“ ქართული ელექტრონული მედიით უკვე ერთი თვეა გადაიცემა.
"აღნიშნული ვიდეოკლიპი შეიცავს ისეთ მოწოდებებს რომელიც ეწინააღმდეგებაის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. კერძოდ, ვიდეოკლიპის შინაარსი ეწინააღმდეგება ,,მაუწყებლობის შესახებ კანონის” 56 –ე (1) (2) მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც იკრძალება: ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა, ისეთი პროგრამების გადაცემა, რომელიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის, ან ძალადობის წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
4 დეკ. '07 ...უკან
|